Thursday, December 19, 2013

გვიყვარდეს ჩვენი გვარი

ჩემი გვარის შესწავლას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.მე ვთვლი,რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი გვარის ისტორია,რადგან იცოდეს  საიდან მოდის,რა გზა გამოიარა მისმა წინაპრებმა,რა ლეგენდები და ტრადიციებ იაქვს და ჰქონდა მას.ჩემი მოგვარეები გაბნეულნი არიან სხვადასხვა კუთხეებში.

                                                 
                                                    წყლულეთი
თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კმ-ის დაშორებით,მთის ფერდობზე,შეფენილია ნასოფლარი,დღეს კი სააგარაკო დაშორება წყლულეთი.რომლის სახელწოდება დაკავშირებულია დიდგორის ომთან.ლეგენდის მიხედვით,დიდგორის ომში გამარჯვების შემდეგ მეფე დავითის დაჭრილი,დაწყლულებული მეომრები ამ მოჩუხჩუხე წყაროთი იშუშბდნენ იარებს(შემდგომში უკვდავების წყაროდ წოდებული).სწორედ ამიტომ დაერქვა ამ სოფელს წყლულეთი.სააგარაკო ნაკვეთებს შორის შემორჩენილია ღვთის მშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია,რომელიც ძლიერ დაზიანებულია.ტაძარი განეკუთვნება 12-13 საუკუნეებს.გაწმენდის შდეგად რაც ადგილობრივმა მოხალისეებმა განახორციელეს,ივერიის ღვტისმშობლის ოქროს პერანგის გარდა, არქეოლოგებისთვის ბევრი საინტერესო სიძველე აღმოჩნდა