Thursday, February 27, 2014

ლომისა

"ლომისა" მთიულეთის ცენტრალურ სალოცავს წარმოადგენს.ეთნოგრაფიული მასალებით, "ლომისა" სათათრეთში ყოფილა.7000 კაცი თათრებს ყოლიათ ლომისას მეთაურობი.სათათრეთში 7 წელიწადს ტყვედ ყოფილან.ამ ხნის განმავლობაში თათრებს არც მოსავალი მოუვიდათ და არც დედაკაცმა შობა.მოლას თათრებისათვის უთქვამს,ვიდრე მაგ ხალხს და ლომისას არ გაანთავისუფლებთ,არაფერი იქნებაო.ლომისა  ხარის თავზე იყო დაბრძანებული.ხარი ტრიალებდა და ვერ მოდიოდა,რადგან 7000 კაცს ერთი კაცი აკლდა.ვიღაცას ერთი ქალი მოჯამაგირედ ჰყოლია.როდესაც ეს ქალი მოიყვანეს,ხარიც წამოვიდა.სულ მალე მოვიდა და მლეთის თავს დაწვა.დაარსდა ეს ხატი და ააშენეს ლომისას ეკლესია.

მთიულეთ-გუდამაყარი

     მთიულეთი და გუდამაყარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კუთხეებია,როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული,ისე ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით.როგორც ცნობილია,მთიულეთი მოიცავს მდ.თეთრი არაგვის ტერიტორია ფასანაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე,ხოლო გუდამაყარი მდებარეობს შავი არაგვის ხეობაში,რომელიც თეთრ არაგვს უერთდება ფასანაურთან.
           მთიულეთში რომელსაც ჩრდილოეთით ხევი ესაზღვრება,სამხრეთით ხანდო და ჭართალი,დასავლეთით ქსნის ხეობა,აღმოსავლეთით გუდამაყარი,60-ზე მეტი გვარი მოსახლეობდა,რომელთაგანაც უმეტესობა კვლავ მთიულეთის მკვიდრია.ისევე როგორც,საქართველოს სხვა კუთხეებში,მთიულეთშიც სოფლების უმეტესობა გვარების მიხედვით იყო დასახლებული [1] ე.ი ერთ სოფელში ძირითადათ ერთი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.ასეთი მონოგენური ტიპის სოფლები ზოგჯერ მასში მოსახლე გვარის სახელს ატარებენ.


Sunday, February 23, 2014

ური-ძე-შვილი

      მძელ-ური.ურ-ზე დაბოლოებული გვარები როგორც სპეციალური გამოკვლევებით დგინდება,ეს მაწარმოებელი ძველ საქართველოში ვაჟს,ძე-ს,ვაჟიშვილს ნიშნავდა და საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული,როგორც აღმოსავლეთ,ისე დასავლეთ საქართველოში.როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს,ური-ზე დაბოლოებული გვარები იხსენიება ქუთაისის,საცაიშლოს და აფხაზეთის საკათალიკოსო დავთრებში.აღსანიშნავია,რომ უკვე მე-18 საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში ური-თ დაბოლოებული გვარების ადგილს იკავებს ძე-თი და შვილი-თ დაბოლოებული გვარები.ასეთივე პროცესს ჰქონდა ადგილი დასავლეთ საქართველოში.



           ეს ინფორმაცია მოვიძიე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში,რაშიც დიდი დახმარება გამიწიეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა.






ხადას ხეობა

მძელურები მე-18 საუკუნეში ცხოვრობდნენ ხადას ხეობის სოფელ იუხოში.როგორც მთელ მთიულეთში,ხადაშიც ყველა სოფელსა და გვარს თავისი სალოცავი ჰქონდა.მაგრამ,ხადაში საერთო სალოცავიც იყო "ხადისა თორმეწამე",რომლის დღეობას "ხადიკრობას" უწოდებდნენ.


                                                        რიცხოვნობა

  მძელური ძალიან  პატარა გვარია.სულ 373 ადამიანი.აქედან თბილისში ცხოვრობს 151,გარდაბანში 100,თეთრიწყაროში 40 ადამიანი.

Friday, January 31, 2014

წყლულეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ნანგრევები და მშენებარე ტაძარი

სოელ წყლულეთის პასპორტი,სადაც მითითებულია სოფლისა და ტაძრის ისტორია.

















წყლულეთის ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევები                               


   

 წყლულეთის უკვდავების წყალი,რომლითაც  დიდგორის ომში დაჭრილი მეომრები განიკურნენ.














                                                   
                                               

                                               

მძელურების საგვარეულოს საომარი დროშა                                              
                                                                                                                                 
4