Thursday, February 27, 2014

ლომისა

"ლომისა" მთიულეთის ცენტრალურ სალოცავს წარმოადგენს.ეთნოგრაფიული მასალებით, "ლომისა" სათათრეთში ყოფილა.7000 კაცი თათრებს ყოლიათ ლომისას მეთაურობი.სათათრეთში 7 წელიწადს ტყვედ ყოფილან.ამ ხნის განმავლობაში თათრებს არც მოსავალი მოუვიდათ და არც დედაკაცმა შობა.მოლას თათრებისათვის უთქვამს,ვიდრე მაგ ხალხს და ლომისას არ გაანთავისუფლებთ,არაფერი იქნებაო.ლომისა  ხარის თავზე იყო დაბრძანებული.ხარი ტრიალებდა და ვერ მოდიოდა,რადგან 7000 კაცს ერთი კაცი აკლდა.ვიღაცას ერთი ქალი მოჯამაგირედ ჰყოლია.როდესაც ეს ქალი მოიყვანეს,ხარიც წამოვიდა.სულ მალე მოვიდა და მლეთის თავს დაწვა.დაარსდა ეს ხატი და ააშენეს ლომისას ეკლესია.

No comments:

Post a Comment