მთიულეთი და გუდამაყარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კუთხეებია,როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული,ისე ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით.როგორც ცნობილია,მთიულეთი მოიცავს მდ.თეთრი არაგვის ტერიტორია ფასანაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე,ხოლო გუდამაყარი მდებარეობს შავი არაგვის ხეობაში,რომელიც თეთრ არაგვს უერთდება ფასანაურთან.
მთიულეთში რომელსაც ჩრდილოეთით ხევი ესაზღვრება,სამხრეთით ხანდო და ჭართალი,დასავლეთით ქსნის ხეობა,აღმოსავლეთით გუდამაყარი,60-ზე მეტი გვარი მოსახლეობდა,რომელთაგანაც უმეტესობა კვლავ მთიულეთის მკვიდრია.ისევე როგორც,საქართველოს სხვა კუთხეებში,მთიულეთშიც სოფლების უმეტესობა გვარების მიხედვით იყო დასახლებული [1] ე.ი ერთ სოფელში ძირითადათ ერთი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.ასეთი მონოგენური ტიპის სოფლები ზოგჯერ მასში მოსახლე გვარის სახელს ატარებენ.
No comments:
Post a Comment